რატომ სვანეთი?
ბლოგი

რატომ სვანეთი?

კავკასიონის მთათა სისტემაზე შეფენილ-შეყუჟული სვანეთი თავისი მრავალფეროვანი ფლორით, დიდებული ჩანჩქერებით, ღრმა ხეობებით, ალპური ტბებით, შუასაუკუნოვანი თავდაცვითი კოშკებითა და მარადთოვლიანი მწვერვალებით ნამდვილი სამოთხეა ტურისტებისთვის და ნებიამიერ მნახველს შთაბეჭდილებებისგან ამუნჯებს.დ ღესდღეობით სვანეთი მთელი წლის განმავლობაში მიღწევადი ადგილია, რამოდენიმე წლის წინ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად. დიდთოვლობის გამო რამოდენიმე საათით ან დღით შეიძლება გზა ჩაიკეტოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სვანეთი მორიგ საზამთრო კურორტად იქცა, გზა უფრო ხშირად იწმინდება.ზამთრის განმავლობაში თოვლის სიმაღლემ შეიძლება 5 მეტრსაც მიაღწიოს და ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია.ზაფხული საუკეთესო დროა სვანეთის დასალაშქრად. სვანეთში შემოდგომის ფოთოლცვენაც  საოცარია. სწორედ სვანეთშია კავკასიონის 10 ყველაზე მაღალი მწვერვალთაგან უმრასვლესობა. შხარა, თეთნულდი, შოთა რუსთაველი და უშბა.

მესტიაში უამრავი რამის ნახვაა შესაძლებელი, ერთერთი აუცილებელი რამ, რაც უნდა გააკეთოთ არის მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ვიზიტი. მიხეილ ხერგიანის, ქართული მეკლდეურობისა და ალპინიზმის პიონერის სახლ-მუზეუმი მორიგი არგამოსატოვებელი ადგილია მესტიაში. ხერგიანს მეტ სახელად  ,,კლდის ვეფხვს'' ეძახდნენ თავისი სწრაფი ცოცვის უნიკალური ტექნიკისა და სახასიათო ცოცვის მანერის გამო.  

განსაკუთრებულია სვანური სამზარეულო, რომელიც შესამჩნევად განსხვავდება სხვა რეგიონების სამზარეულოსგან და მასში თითქოს შეიგრძნობა კიდევაც რეგიონის რელიეფი და კლიმატი. კუბდარი, მეერწვი, თაშმიჯაბ, ფეტვრალ, ჭივშდარი, სვანური მარილი, ეს ის ცნობილი კერძები და ცომეულია, რომელიც დიდ ყურაღებას იქცევს სვანეთში მყოფი ტურისტებისთვის.

    *მიუთითეთ ტელეფონის ნომერი და კომენტარი...


კონტაქტი