8 აუცილებელი ნივთი, რომელიც უნდა იქონიოთ ხელბარგში
ბლოგი

8 აუცილებელი ნივთი, რომელიც უნდა იქონიოთ ხელბარგში

1.იქონიეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები ხელბარგში:

ყველაზე გამოუცდელმა მოგზაურმაც კი იცის, რომ პირადობის მოწმობა/პასპორტი აუცილებელია, მაგრამ  მუდმივი შეხსენება ყოველთვის საჭიროა. ხელბარგში თან იქონიეთ პასპორტი, მართვის მოწმობა და სხვა საჭირო საბუთები, რათა ისინი ახლოს ხელის გაწვდენაზე გქონდეთ, ჩვენ ასევე გირჩევთ, იქონიოთ მათი ასლები ტელეფონში იმ შემთხვევაში თუ ორიგინალი დაგეკარგებათ.

2.სადეზინფექციო ხელსახოცები/ხსნარი:

ხელსახოცები მოგზაურობისას ხშირად გჭირდება და კარგი იქნება თუ ჩვეულებრივის მაგივრად ანტიბაქტერიულს აირჩევთ.

3.უსადენო მობილურის დამტენი:

აეროპორტში მობილურის დასატენი ადგილები არის, დენის წყაროებიც, თუმცა საკუთარი უსადენო ტელეფონის დამტენი ძალიან გამოგადგრებათ.

4.უნივერსალური სამოგზაურო დენცქვიტა:

საერთაშორისო მოგზაურობების დროს მულტიფუნქციური კონვერტერი აუცილებლად დაჭირდებათ, იქონიეთ თან  უნივერსალური სამოგზაურო დენცქვიტა, რომელსაც USB შესაერთებლები აქვს და თქვენს ელექტრო მოწყობილობებს ყველგან დატენით.

5.წყალი! წყალი! და წყალი!

წყლის მიღება მოგზაურობის დროს აუცილებელია, მოათავსეთ ბოთლით წყალი თქვენს ხელბარგში, თვითმფრინავშიც რომ არ დაიხარჯოთ.

6. სამედიცინო ნაკრები:

არსებობოს რამოდენიმე მედიკამენტი, რომელიც გარკეულ სემთხვევებში ყველას გვჭირდება, არსებობს ასეთი კონკრეტული საჭიროებების მედიკამენტებიც. ამიტომ აუცილებლად მოიმარაგოთ ისინი ხელბარგში, რათა მოულოდნელი ტკივილები მოიშუშოთ და საჭიროების შემთხვევაში არ დაგჭირდეთ ძებნა უცხო ქვეყანაში.

7. იაფი ყურსასმენები:

მოგზაურობისას ყურსასმენები შეიძლება დაგეკარგოთ, ამიტომაც თავი დაიზღვიეთ და ბიუჯეტურ ვარიანტზე გააკეთეთ არჩევანი. ის ფრენას და მოგზაურობას გაგიადვილებთ და კარგი იქნება თუ ხმის ჩამხშობი ფუნქციაც ექნება.

ფოტოაპარატი:

იმისათვის, რომ შეაგროვო სასიამოვნო მოგონებები, დაგჭირდება ფოტოაპარატი, რომელიც ყველა საინტერესო დეტალს აღბეჭდავს ლამაზი ფერებით.



    *მიუთითეთ ტელეფონის ნომერი და კომენტარი...


კონტაქტი