10 მიზეზი სომხეთის მოსანახულებლად.
ბლოგი

10 მიზეზი სომხეთის მოსანახულებლად.

1.მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა;

სომხეთი ერთერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში,რომლის ისტორია 3000 წელზე მეტს ითვლის. სომხეთი გამოირჩევა უძველესი ეკლესია-მონასტრებით, არქეოლოგიური ძეგლებით, მათ შორის, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ჰაგპატის და სანაჰინის სამონასტრო კომპლექსი.

2.განსაცვიფრებელი ბუნების პეიზაჟი:

სომხეთში განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პეიზაჟია, თვალწარმტაცი ხედი, მთიდან  მშვიდ ტბამდე, კანიონები, აყვავებული ტყეები და  ქვეყნის სამკაული ,,სევანეს ტბა" განსაცვიფრებელი რეკრეაციული ზონით.

3.ერევანი, დედაქალაქი:

ერევანი სომხეთის დედაქალაქია, სადაც ერთიანდება ისტორიული წარსული და თანამედროვე აწმყო, ქალაქი ცნობილია თავისი უნიკალური ვარდისფერი ტუფის ქვის შენობებით, რა მიზეზითაც ერევანს ზოგჯერ ,,ვარდისფერ ქალაქს" უწოდებენ. ქუჩები სავსეა საბჭოთა პერიოდის გრანდიოზული არქიტექტურით, კაფეებით და მუზეუმებით.

4. სტუმართმოყვარეობა:

სომხები განთქმული არიან სტუმართმოყვარეობით, ისინი ყოველთვის მზად არიან, ტურისტებს გაუმასპინძლდნენ სომხური სამზზრეულოთი და გაუზიარონ სომხური ტრადიციები და ისტორია.

5. სომხური სამზარეულო:

საჭმლის ნამდვილი მოყვარულები, თავშესაფარს სომხეთში იპოვიან, ქვეყანა ცნობილია თავისი უგემრიელესი სამზარეულოთი, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არომატული კერძები, როგორიცაა საქვეყნოდ ცნობილი ვაზის ფოთლების ტოლმა,სომხური მწვადი, ტრადიციული ბრტყელი ლავაში და მთელი რიგი დესერტები.

6. ღვინო და კონიაკი: 

სომხეთს მეღვინეობის დიდი ისტორია აქვს, რეგიონის უნიკალური კლიმატი და ნაყოფიერი ნიადაგი ქმნის იდეალურ პირობებს მევენახეობისთვის. გარდა ამისა სომხეთი ცნობილია კონიაკით, ცნობილი არარატის კონიაკის საწარმო, რომელიც პოპულარულია კონიაკის მოყვარულთათვის.

7. გარე აქტივობები:

ბუნების მოყვარულები და თავგადასავლების მაძიებელნი, ბევრ საინტერესი შიდა ტურს წააწყდებიან, როგორიცაა ლაშქრობა, თხილამურებით სრიალი, პარაგლაიდინგი და სხვა. დილიჯანის ეროვნული პარკი კი ცალკე სანახაობაა.

8. უძველესი ისტორიული ძეგლები:

სომხეთში მრავლადაა შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლები, რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენს, სევანეს ტბასა და არარატის მთასთან ერთად, ბრწყინვალე გარნის  ელინისტური ტაძარი, შუა საუკუნეების ტატევის მონასტერი, რომელიც აშენებულია კლდეზე, ეს არქიტექტურული ნაშრომები ასახავს სომხეთის წარსულს.

9. კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები:

მთელი წელი სომხეთი მასპინძლობს მრავალფეროვან კულტურულ ფესტივალსა და ღონისძიებებს. სადაც წარმოდგენილია, ტრადიციული ცეკვის, ხელოვნებისა და მუსიკის სცენები. ერევნის ჯაზის და ღვინის ფესტივალი.

10. უნიკალური ანბანი: 

სომხეთში არის, მსოფლიოში შემოჩენილი ერთ-ერთი უძველესი ანბანი, სომხური ანბანი. ეწვიეთ ეჩმიძიანის სამონასტრო კომპლექსს, გაგარდისა და ხორ ვორაპის წმინდა ადგილებს.

ეს მხოლოდ რამოდენიმე მიზეზია, სომხეთის მოსანახულებლად, ქვეყნის მდიდარი ისტორია, თვალწარმტაცი პეიზაჟები, კულტურული საგანძური და თბილი სტუმართმოყვარეობა მას მიმზიდველ ადგილად აქცევს ტურისტებისთვის.

    *მიუთითეთ ტელეფონის ნომერი და კომენტარი...


კონტაქტი