საფრანგეთი/პარიზი (ინდივიდუალური ტური)
აღწერა
პარიზი საფრანგეთის ყველაზე დიდი ქალაქი და დედაქალაქია რომელიც, მდინარე სენაზე აიგო. პარიზის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების პირველი კვალი კი ჩვენს ერამდე 4,200 წლით თარიღდება. პარიზს ყოველ წელს 44 მილიონი ტურისტი სტუმრობს და ის უფრო და უფრო პოპულარული ხდება. პარიზის დისნეილენდს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, ლუვრის მუზეუმს 8,8 მილიონი, ეიფელის კოშკს 7 მილიონი, ვერსალის სასახლეს 6 მილიონი. ის ფაქტი რომ, პარიზში განთავსებულია მრავალი მუზეუმი, თეატრი და ოპერა მიგვითითებს პარიზელების ხელოვნების სიყვარულზე. ეიფელის კოშკი, ფრანგული სამზარეულო, ხელოვნების მუზეუმი, ლუვრი და მონმარტრი. ეს ის ღირსშესანიშნაობებია რითაც პარიზი ევროპის ერთერთი პოპულარული ქალაქია. რაც შეეხება პარიზულ სამზარეულოს, მთელი საფრანგეთის ეგზოტიკური კერძების და დელიკატესების დაგემოვნება არის შესაძლებელი პარიზში. პარიზი ასევე ცნობილია თავისი ძვირადღირებული და მდიდრული ცხოვრებით და ის უკანასკნელი მოდის ტენდენციების ცენტრია.
Whatsapp 511 305 511