საბერძნეთი/სალონიკი (ინდივიდუალური ტური)

აღწერა

საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი სალონიკი ასევე ცნობილია როგორც თესალონიკი. სალონიკი არის მაკედონიის გეოგრაფიული რეგიონის, ცენტრალური მაკედონიის ადმინისტრაციული რეგიონის და მაკედონიისა და თრაკიის დეცენტრალიზებული ადმინისტრაციის დედაქალაქი. ბიზანტიის იმპერიის არსებობის პირველივე წლებიდან სალონიკი კონსტანტინოპოლის შემდეგ მეორე ქალაქად ითვლებოდა იმპერიაში, როგორც მნიშვნელობის ასევე მოსახლეობის სიდიდის მიხედვით. სალონიკის არქიტექტურა ასახავს ქალაქის ისტორიული განვითარების ყველა პერიოდს. ადრეულ ქრისტიანულ და ბიზანტიურ პერიოდებში სალონიკის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ქალაქში რამდენიმე ადრექრისტიანული ძეგლია, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზანტიური ხელოვნებისა და არქიტექტურის განვითარებაში როგორც ბიზანტიის იმპერიაში, ასევე სერბეთში. ქალაქში დაახლოებით 150 ქანდაკება ან ბიუსტია. ყველაზე ცნობილია ალექსანდრე მაკედონელის ძეგლი, რომელიც აღმართეს 1973 წელს. სალონიკი ასევე ცნობილია როგორც „ქალაქი, რომელსაც არასოდეს სძინავს“ და „წვეულებების დედაქალაქი“ მისი ენერგიული ღამის ცხოვრების, ახალგაზრდული ატმოსფეროსა და ცნობილი 24-საათიანი კულტურის გამო.
ტურის ღირებულებაა 550 ლარიდან. ფასი ცვალებადია, ავიაბილეთის ფასიდან და სასტუმროს კლასიფიკაციიდან  გამომდინარე.
ღირებულებაში შედის:
- ორმხრივი ავიაბილეთი (ქუთაისი- სალონიკი-ქუთაისი)
- ხელბარგი 10 კგ (40 x 30 x 20 სმ)
- განთავსება კეთილმოწყობილ სასტუმროში ქალაქის ცენტრალურ უბანში
- სამოგზაურო დაზღვევა
- ტრანსფერი 
☎️ 511 305 511
Whatsapp 511 305 511
კონტაქტი