12 საინტერესო  ფაქტი კაპადოკიის შესახებ
ბლოგი

12 საინტერესო ფაქტი კაპადოკიის შესახებ

12 საინტერესო ფაქტი:
1. კაპადოკია აღმოაჩინა ფრანგმა მღვდელმა (მე-19 საუკუნეში), რომელიც შემთხვევით წააწყდა მთის ფერდობზე ხვრელს, ჩასვლის შედეგად კი აღმოაჩინა ქალაქები, (რომლებიც ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდებოდა), ჭაბურღილები, ტაძრები, სავენტილაციო მოწყობილობა, საძინებლები, საკვების შესანახი და შინაური ცხოველების სადგომი, ღვინის დასაწური ოთახები და ა.შ.
2. ეს არის მსოფლიოს მერვე საოცრებად მიჩნეული ბუნების უჩვეულო სასწაული;
3. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაბადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება;
4. კაპადოკია, ეს არის წმიდა ნინოსა და წმიდა გიორგის სამშობლო;
5. “კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანთათვის ” – ილია II (სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი);
6. კაპადოკიის კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქები დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში; ეს ქრისტიანობამდე დასახლებებია, რომლებიც შემდეგ ქრისტიანი ბერების სამყოფელად იქცა;
7. კაპადოკიის ტერიტორიაზე 40-მდე მიწისქვეშა ქალაქია;
8. იცოდით რომ: - “კატ პადოკა” ძველ სპარსულად “ლამაზი ცხენების ქვეყანას” ნიშნავს?
9. რამდენიმე მილიონი წლის წინათ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გაცივებული ლავა კლდეებად იქცა, რომელიც შემდეგ ქარის დაშლის შედეგად იქცა პირამიდების, სვეტების და სოკოს ფორმების სახით (ზოგიერთის სიმაღლე 40 მეტრს აღწევს);
10. გორემეს ხეობაშია შესაძლებელი კლდეში ნაკვეთი ისეთი ძეგლების ნახვა, როგორიცაა: ბნელი ეკლესია, ვაშლის ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია...
11. კაპადოკიაშია ქართველებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ტოკალის ეკლესია, რომლის შესასვლელშია გამოსახული ღვთისმშობლის ფრესკა, რომელსაც ქართველები „შენ ხარ ვენახის“ ხატად იცნობენ.
12. ძალზე მიმზიდველია კაპადოკიაში ვულკანური მწვერვალების ფონზე აფრენილი ფერად-ფერადი საჰაერო ბურთები.
ℹ️ტურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე👉https://facebook.com/events/s/1000996924604003/

    *მიუთითეთ ტელეფონის ნომერი და კომენტარი...


კონტაქტი