1 დღიანი ტური ლორე-ტაშირში

აღწერა

2 ივლისს, კვირას გთავაზობთ 1 დღიან ტურს ისტორიულ ლორე-ტაშირში, რომელიც ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზეა.
ტურის ფარგლებში მოსანახულებელი გვაქვს:
- ახტალის სამონასტრო კომპლექსი X ს.მელიქიშვილთა საგვარეულო საძვალე
- ახპატი-სომხური არქიტექტურის ძვირფასი ნიმუში, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია X-XII სს
- სურვილების კედელი - ადგილობრივებს აქვთ რწმენა, თუ ამ კედელს ისე გაივლი, რომ არ ჩამოვარდები, ჩაფიქრებული სურვილიც აგისრულდება  
- ქობაირის მონასტერი, სადაც განისვენებს თამარ მეფის ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი
- ქალაქი ალავერდი და თამარ მეფის ხიდი ალავერდში
- სანაჰინის მონასტერი - X-XIII სს, 1996 წლიდან შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
- შეგვიძლია დავაგემოვნოთ გემრიელი ადგილობრივი ყავა ახტალის მონასტერთან არსებულ კაფეში, გვექნება დრო სომხური ძეხვეულის და ტკბილეულის შესაძენად.
ფეხით გასავლელი მანძილი დაახლოებით 1 კმ დღის განმავლობაში.
ტურის ღირებულებაა 50 ლარი
ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
- საბაჟო გადასახადები
- გიდი/გამყოლი
ღირებულებაში არ შედის კვება
გაითვალისწინეთ: საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ID ბარათით საზღვარს ვერ გადაკვეთთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტურზე დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით: 
☎️ 511 305 511
WhatsApp: 511 30 55 11
კონტაქტი