ჯგუფური ტური სტამბოლში (ფრენით)

აღწერა

გთავაზობთ ჯგუფურ საექსკურსიო ტურებს სტამბოლში
✅ 3-4-5-6 ოქტომბერი
✅ 12-13-14-15 ოქტომბერი
(3ღამე/4 დღე)
ტურის ღირებულებაა 1190 ლ ( პირველი 5 მსურველისთვის)
გაითვალისწინეთ,თარიღის მოახლოებასთან ერთად ძვირდება ავიაბილეთი ,რაც აისახება ტურის ფასზე
ღირებულებაში შედის:
✅ ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი-სტამბოლი - თბილისი)
✅ ხელბარგი 55/40/20
✅ სასტუმროში განთავსება ქალაქის ცენტრალურ უბანში (ლინკს გამოგიგზავნით მოთხოვნისთანავე)
✅ საუზმე
✅ ქართულენოვანი გიდი/გამყოლი,რომელიც თბილისიდან მიყვება ჯგუფს და უზრუნვეყოფს ობიექტების მონახულებას ორგანიზებულად.
ღირებულებაში არ შედის:
✅ კვება დღის განმავლობაში
✅ სამუზეუმო მოსაკრებელი 200 -220ლარის ექვივალენტი
(მუზეუმებში შესვლა სურვილისამებრ)
✅ შიდა გადაადგილება -35 ლარის ექვივალენტი
✅ ტრანსფერი სტამბოლში : აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი (თანხის რაოდენობა განისაზღვრება ჯგუფის წევრთა რაოდენობის მიხედვით 25-30 დოლარამდე )
-პასპორტს/ID ბარათის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს 6 თვეს
---------------------------------------------
ტურის დეტალური აღწერა:
გაფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან :
05:15 თბილისის დროით
დღე 1:
06:30 ჩაფრენა სტამბოლში ;
სასტუმროში დაბინავება,დასვენება
10:00 -11:00 ვიწყებთ ექსკურსიას :
✔აია სოფია -VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს დროს აშენებული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ტაძარი მართმადიდებლურ სამყაროში(ამჟამად მეჩეთად ფუნქციონირებს)
✔თოფქაფის სასახლე და ჰარემი -ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი
✔წმ.ირინეს ბაზილიკა -ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სადაც ჩატარდა მსოფლიო საეკლესიო კრება 381 წელს
✔გულჰანეს პარკი- სტამბოლის ერთ-ერთი უძველესი პარკი, რომელიც ადრე სამეფო ბაღების ნაწილი იყო,ამ პერიოდში . ულამაზესი ტიტებისგან შექმნილი კომპიზოციები ამშვენებს
✔სულთან აჰმედის მეჩეთი,( ცისფერი მეჩეთი)ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ძეგლი ისლამურ სამყაროში, 1606-1616 წლებშია აშენებული, ოტომანების იმპერიის დროს
✔ძველი იპოდრომი- ქალაქის მთავარი მოედანი -აქ ვნახავთ ეგვიპტურ ობელისკს, გველის კოლონას, კონსტანტინეს ობელისკს და გერმანელების ნაჩუქარ შადრევანს
18:00დან თავისუფალი დრო
დღე 2:
09:00 საუზმე სასტუმროში
გემით გამგზავრება პრინცის კუნძულზე-2 საათიანი გასეირნება მარმარილოს ზღვაზე
✔ბუიუკადა,პრინცის კუნძულებიდან ერთ-ერთი,რომელსაც ოსმალეთის სულთნების ოჯახის წევრების გადასახლებისთვისაც იყენებდნენ.XIX საუკუნეში, კუნძულები სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარული კურორტი გახდა.კუნძულზე აკრძალულია ავტომობილით გადაადგილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას ამჟამად ფაეტონების ნაცვლად ელექტრომობილები ასრულებენ.
✔წმ.გიორგის სასწაულმოქმედი ტაძარი - სნეულთა შემწე ..
(უკან დაბრუნება გემით)
✔ბაზილიკა ცისტერნა-იმპერატორ იუსტინიანეს დროს აშენებული უდიდესი წყლის რეზერვუარი,რომლითაც კონსტანტინოპოლი მარაგდებოდა.ამჟამად მუზეუმია .
✔გრანდ ბაზარი - უძველესი ნაგებობა,რომელიც შედგება 4400 მაღაზიისგან, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ უამრავი საინტერესო რამ.
✔კონსტანტინე დიდის სვეტი, რომლითაც წმ. იმპერატორმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ქრისტიანულ დედაქალაქს- ახალ რომს.
18:00დან თავისუფალი დრო
დღე 3:
09:00 საუზმე სასტუმროში
✔მსოფლიო საპატრიარქო -კონსტანტინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის რეზიდენცია.
✔დოლმაბაჰჩეს სასახლე - ყველაზე დიდი სასახლე თურქეთში. მისი ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა 285 ოთახისგან შედგება,ცნობილია დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის.აქ გაატარა მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები.
✔ტაქსიმის მოედანი- ისტიკლარის გამზირი წითელი ტრამვაით და ბრენდული მაღაზიებით (გვექნება თავისუფალი დრო შოპინგისთვის)
✔ქართული სასაფლაო ტაქსიმზე
✔გალათას კოშკი( ქრისტეს კოშკი) XIV ს.- ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა( სიმაღლეა 66.90 მ.),საიდანაც დატკბებით ისტორიული ხედებით
კრუიზი ბოსფორის სრუტეზე-სურვილის მიხედვით
თავისუფალი დრო
დღე 4:
✔სტამბოლის აკვარიუმი
თავისუფალი დრო შოპინგისთვის
გამოფრენა - 23.55
//ვიტოვებ უფლებას ,საჭიროების შემთხვევაში გადავანაცვლო დღეების მიხედვით მოსანახულებელი ობიექტები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტურზე დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით:
☎️ 511 305 511
WhatsApp: 511 30 55 11
კონტაქტი